top of page
Home Grown Vegetables
Home Grown Vegetables

2026 წლის სეზონზე რეგისტრაცია დაიწყო

ჩვენს შესახებ

რამდენიმე წლის წინ ჩვენ დავტოვეთ ქალაქის ხმაური და გადმოვედით სოფელში, ჩვენი ოცნების ასრულებისთვის - დაგვეწყო საკუთარი ორგანული მეურნეობა. 

ჩვენთვის ეს არ არის სამსახური, ეს ცხოვრების წესია და ღრმად გვწამს მისი მნიშვნელობის. გვიხარია, რომ საზოგადოება შემოგვიერთდა და 2023 წელს საქართველოში პირველად შევქმენით საზოგადოების მხარდაჭერილი აგრომეურნეობა. 

ორგანული ფერმერობა არ ნიშნავს მხოლოდ სუფთა და ქიმიკატების გარეშე ბოსტნეულის მოყვანას, არამედ ეს არის სრული კომპლექსი ბუნებასთან ურთიერთობის და თანაშრომლობის. 

 

ჩვენი მიზანი არის ნიადაგის გამოკვება, შერეული მეურნეობის პრინციპების დაცვა, ცხოველებისა და მცენარეების თანაარსებობის განვითარება და შესაბამისად ისეთი ორგანული მეურნეობის შექმნა, რომელიც გრძელვადიანად მისცემს ჩვენს საზოგადოებას ჯანსაღ და ვიტამინებით სავსე პროდუქტს. 

ჩვენ.jpg

მეტი ვიდრე ფერმა

Image by Hannah Busing

საზოგადოება

ჩვენი ფერმის საზოგადოება აერთიანებს მრავალ გულანთებულ ადამიანს, ვისთვისაც ორგანული მეურნეობა და მისი განვითარება მნიშვენლოვანია. 

ერთობლივი ძალებით ჩვენ ვქმნით მდგრად სოფლის მეურნეობას და ვაძლიერებთ ერთმანეთს.

Image by Kelly Sikkema

მოხალისეობა

ჩვენ ფერმაში ვუმასპინძლეთ 50-ზე მეტ მოხალისეს, მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან. 

მოხალისეები ჩვენ გვეხმარებიან საქმიანობაში ჩვენ კი ვაცნობთ ჩვენი ქვეყნის და მხარის კულტურას და კერძებს. ასევე ვუზირებთ ერთმანეთს გამოცდილებებს.

ეზო.png

საკვირაო ბაზარი

რესტორან "ეზო"-სთან თანამშრომლობით შევქმენით საკვირაო ბაზარი, სადაც ათამდე ფერმერი სთავაზობს მომხმარებელს მათ ორგანულ ბოსტნეულსა თუ სხვა ნაწარმს. 

ყოველი კვირა დღე გახდა სიხარულის, ღიმილის და ერთმანეთზე ზრუნვის დღე

bottom of page